ფონდი "ნატვრის ხე" 20 თებერვალს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცეტრით თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსაც დაეხმარება

მეცო-სოპრანო, საერთაშორისო ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელი ნინო სურგულაძე საქართველოში თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.

ფონდ "ნატვრის ხის" ინფორმაციით, ნინო სურგულაძემ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო ელჩს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა.

ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა.

ფონდ "ნატვრის ხის" ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხიდან თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი საჭიროების ნივთები, მათ შორის საბნები და კარვები გაიგზავნება.

"ფონდ "ნატვრის ხეს" 20 თებერვლისთვის დაგეგმილი აქვს საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ეს მნიშვნელოვანი მიზანიც შეემატება. შემოსული თანხის გარკვეული ნაწილით, ჩვენ დაზარალებულ მოქალაქეებს გავუგზავნით ნივთებს, რომელიც მათ ელჩის თქმით, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათ შორის კარვები და საბნები. მათ მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც თურქეთის საელჩო საქართველოში, ასევე ჩვენი საელჩო თურქეთში.

მე მჯერა ჩვენი გულმხურვალე ქართველების, რომლებიც ყოველთვის ერთიანდებიან კეთილი საქმისთვის და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება 20 თებერვალსაც, ჩვენმა თურქმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან ამ მძიმე დღეებში", - განაცხადა ნინო სურგულაძემ.

“თურქეთის ელჩმა ნინო სურგულაძეს და ფონდ "ნატვრის ხეს" თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს ამ ურთულეს დროს ქართველი ხალხისგან და ხელისუფლებისგან, რისთვისაც საქართველოს მადლობელია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა