მეტროსადგური „ვარკეთილი“ ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით მგზავრთა მიღებას წყვეტს

დედაქალაქეის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით მგზავრთა მიღებას წყვეტს.

მათივე ცნობით, მეტროს მომსახურებით მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც „ვარკეთილისკენ“ მიემართებიან.

„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრას. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება