უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კიევის თავზე რუსული „ჯაშუშური საჰაერო ბურთები“ შენიშნეს, რომელთა უმეტესობაც თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კიევის თავზე რუსული „ჯაშუშური საჰაერო ბურთები“ შენიშნეს, რომელთა უმეტესობაც თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს, კიევის თავზე, რუსული „ჯაშუშური საჰაერო ბურთები“ შენიშნეს.

მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი უმეტესობა ჩამოაგდო.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, საუბარია ექვს საჰაერო ბუშტზე, რომელიც, შესაძლოა სადაზვერვო აღჭურვილობას ატარებდა.