გენადი არველაძე - OECD - ის კვლევაში საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება გატარებული რეფორმების და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალურ საქმეთა დირექტორს ანდრიას შაალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრა OECD - ის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობა და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან და მადლობა გადაუხადა ანდრიას შაალს ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის 2025 წლამდე გაგრძელებისთვის. მისი თქმით, საქართველო 2010 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ამ პროგრამასთან, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის რეფორმის მიმართულებით.

გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მომზადებისას OECD - ისთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის SME Policy Index - ის სამივე რაუნდის (2012, 2016, 2020) შეფასებებში საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეფასების მეოთხე რაუნდში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, საქართველო კვლავაც გამორჩეული ქვეყანა იქნება მის მიერ გატარებული რეფორმების და განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2023 წელ საქართველოში OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და არაწევრი ქვეყნების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში OECD - ის გენერალური მდივანი ეწვევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა