ლოიდ ოსტინი - უკრაინის ომის შედეგი მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ქვეყნებისთვის.

ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

„თითქმის, ერთი წელი გავიდა რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრიდან უკრაინაში და თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პუტინის დაუფიქრებელმა ომმა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოების უმძიმეს კრიზისში ჩააგდო. ამ ტრაგიკული და არასაჭირო ომის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი არა მხოლოდ თავს დაესხა გაეროს მშვიდობიან, სუვერენულ და დემოკრატიულ წევრ ქვეყანას, ის ასევე დაემუქრა წესებისა და ნორმების მკაცრად ჩამოყალიბებულ სისტემას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების გარანტი იყო შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

„მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც კრემლი გეგმავდა“ , - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის მასობრივი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ნატო უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ უკრაინის მამაც დამცველებთან იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ასევე გადაწყვეტილი გვაქვს, დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“ , - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ოსტინის თქმით, პუტინის აგრესიამ შეცვალა უსაფრთხოების გარემო ნატოს ყველა წევრისა და მსოფლიოს ქვეყნებისთვის. მისი თქმით, ეს დაადასტურა რამშტაინ-9-ის შეხვედრის შედეგებმა 50-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით, ის ასევე გახდა ოთხშაბათს ნატოს მინისტერიალის განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა