ეკონომიკის სამინისტრო - უზბეკეთი დაინტერესებულია ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალი უფრო მეტად აითვისოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი ხელმძღვანელობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გურამ გურამიშვილმა დეტალურად ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაზრდელად და ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზებისთვის მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა ინტერესი ევროპა - აზიის ალტერნატიული დერეფნების, მათ შორის, საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის მიმართაც.

უზბეკეთის მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალის უფრო მეტად ათვისებისადმი ორ ქვეყანას შორის არსებული ტვირთბრუნვის გაზრდისთვის.

შეხვედრაზე წარიმართა მოლაპარაკებები საკონტეინერო, მინერალური სასუქების და შაქრის ლერწმის გადაზიდვების გაზრდის შესახებ, რისთვისაც დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.

შეხვედრას დაესწრნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით გამართავენ შეხვედრებს საზღვაო ნავსადგურების წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა