მარიამ ქვრივიშვილი - ბაკურიანში შესრულებული სამუშაო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის მონაწილეობით, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის საკოორდინაციო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საორგანიზაციო, სატრანსპორტო უზრუნველყოფის, ლოგისტიკის, უსაფრთხოებისა და სამედიცინო დახმარების საკითხები განიხილეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატი კომპლექსური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებში გვჭირდება არა მხოლოდ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული სამუშაოების, არამედ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა.

მისი თქმით, შესრულებული სამუშაო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს.

„ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დიდი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას და მეტ ტურისტს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს მათი უწყებების მხრიდან უკვე განხორციელებულ და ჩემპიონატის მსვლელობისას დაგეგმილ სამუშაოებზე. ითქვა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობდა, რაც დადებითად აისახა მიღებულ შედეგზე, რადგან ჩემპიონატი კარგად არის ორგანიზებული.

ასევე აღინიშნა, რომ ბაკურიანში 16 თებერვლიდან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას ტრასებზე, მათთვის გაიხსნა სამი ახალი საბაგირო. ეს ინფრასტრუქტურა მომავალში კიდევ განვითარდება, რაც ბაკურიანში დასვენებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

უწყების ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე მთის ტრასების სააგენტოს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და სხვა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში