საბა ბუაძე - მერაბიშვილი დაეტიოს სახლში - მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ

ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? მერაბიშვილმა მოკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს „ლელოს" ფრაქციის ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არის „ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა’.

“რამდენადაც ვიცი, ეს არ არის ხელისუფლებაზე წნეხის განმახორციელების აქცია, არის უკრაინის სოლიდარობის აქცია. უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია სიტყვითაც და საქმითაც. ამიტომ, ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? - მერაბიშვილმა მოიკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში. მე მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ის არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა.

ვანო მერაბიშვილი, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ის არის კარიკატურული პერსონაჟი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ გააჩნია“,- განაცხადა ბუაძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგაშო პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარტია საკუთარი მხარდამჭერების 1%-ის მობილიზებასაც ვერ ახერხებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგაშო პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილზე მიწევს საუბარი. ამით „ქართულ ოცნებას“ ვერ მოვუგებთ. ჩვენ გვჭირდება ახლი ტიპის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება შინაარსზე.

ხომ ხედავთ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა როგორია? ეს არის შემთხვევითი. ეს არის დაკავშირებულია ოპოზიციის შეცდომებთან. სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან დაკარგულია რეალური საკითხები, ამიტომაც საზოგადოება თავს გაუცხოებულად გრძნობს. საკითხებს შორის ბალანსი უნდა დავიცვათ. სააკაშვილის საკითხი რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ნამდვილად მნიშვნელოვანია და არ უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში, არ აწუხებს მოსახლობის 100%-ს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პარტიის მხარდამჭერების 1%-ის მობილიზებასაც ვერ ახერხებენ და მე რატომ უნდა მოვიკლა თავი ამ საკითხზე 24 საათი ლაპარაკით?! ჩემ ამომრჩეველს აწუხებს სხვა რაღაც“, - განაცხადა ბუაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა