ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ, უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“თითქმის ერთი წელია, რუსეთის აგრესიული ომი სიკვდილსა და ნგრევას თესავს. პუტინი სასტიკ ომს აწარმოებს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ სასტიკად უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას. ამის გამო აგრესორმა უნდა გადაიხადოს. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას სანქციების მე-10 პაკეტით. პირველ რიგში, ჩვენ ვთავაზობთ 11 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის აკრძალვას. ეს მოიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელს, როგორიცაა ელექტრონიკა, სპეციალიზებული მანქანები, მანქანების ნაწილები, სატვირთო მანქანების სათადარიგო ნაწილები და რეაქტიული ძრავები და ასევე საქონელი სამშენებლო სექტორისთვის, რომელიც შეიძლება რუსი სამხედროებისთვის იქნას გამოყენებული”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სანქციები ითვალისწინებს ბრძოლის ველზე აღმოჩენილი ტექნიკური პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას, ეს მოიცავს სანქციებს ირანულ სუბიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, სანქციები მოიცავს პუტინის პროპაგანდისტებისა და სამხედრო მეთაურების სიას.

“მესამე პუნქტი ეხება რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას. პუტინი ასევე აწარმოებს ომს საჯარო სივრცეში, პროპაგანდისტების არმიით და დეზინფორმაციული ქსელებით. ისინი ავრცელებენ ტოქსიკურ ტყუილს ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ პუტინის პროპაგანდისტების, ასევე სამხედრო და პოლიტიკური მეთაურების სიაში შეყვანას”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე