ვიოლა ფონ კრამონი - 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი - დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება

მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს. 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე, საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საკითხი, ჰუმანიტარულ საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე, რათა საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება“, - წერს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა