რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს ულოცავს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„16-17 თებერვალს ეზიდები, მათ შორის - საქართველოს ეზიდური თემი წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს