ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინის 13 კომპანია, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტ მწარმოებელთან ერთად, მასშტაბურ გამოფენაში VinExpo Paris მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტ მწარმოებელთან ერთად, მასშტაბურ გამოფენაში VinExpo Paris მონაწილეობდა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობით, ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა იზრდება, რაც მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ღვინის კომპანიები აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ ქართულ საუკეთესო ღვინოებს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

სააგენტოს ცნობითვე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „VinExpo Paris“, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტმა მწარმოებელმა საკუთარი პროდუქცია გამოფენის ათასობით ვიზიტორს გააცნო. VinExpo Paris-ზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო 2022 წლის მოსავლის ღვინოების დაგემოვნება. გამორჩეული იყო სხვადასხვა მწარმოებლის საფერავის ღვინოები. აღსანიშნავია ღვინოების მაღალი ხარისხი და ჯიშების მრავალფეროვნება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. განსაკუთრებით აღვფრთოვანდი ქვევრის ქარვისფერი ღვინოებით, რომლის ხარისხსაც ახლა რენესანსის პერიოდი აქვს“, - აღნიშნა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის პარალელურად, სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რაც ხელს უწყოდა უფრო მეტი პროფესიონალი ვიზიტორის დაინტერესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სადეგუსტაციო სივრცეში, 2022 წლის აშშ-ის საუკეთესო სომელიეს, ვალერია გამპერის (Valeria Gamper) მიერ წარმოდგენილი იყო „მეღვინეობა იყალთოს“ ღვინო „ქვევრის ქისი“.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი დაესწრო.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?