შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -„ადამიანური რესურსების მართვა“ ფარგლებში განხორციელდა.

უწყების განმარტებით, ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ვინიკოვი დაესწრნენ, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც შსს-ს აკადემიაში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, კერძოდ, შსს-ს აკადემიის თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და სამუშაო აღწერილობების განახლებული კონცეფციის მნიშვნელობას.

ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე ვინიკოვმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა