აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ტეხასის შტატში, ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი და საზოგადოებას საფრთხე აღარ ემუქრება.

„ამ დროისთვის, თავდასხმის მოტივზე სპეკულირება ძალიან ნაადრევია“, - განაცხადა ელ პასოს პოლიციის პრესსპიკერმა, რობერტ გომესმა.

მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.