„საქსტატი“ - 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საერთო წილიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 444.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით ჩამორჩება.

მათივე ცნობით, ღორის რაოდენობამ 139.9 ათასი სული შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით ნაკლებია. 2022 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 574.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.2 პროცენტით ჩამორჩება 2021 წლის შედეგს. 2022 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 74.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით აღემატება. 2022 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 156.2 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 648.9 მილიონი ცალი და 2021 წელთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა