ფინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფინეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტური გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტური ავიაკომპანია Air Baltic-ის მხარდაჭერით მოეწყო. ფინეთის წამყვანი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

უწყების ცნობითვე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 9 ფინელი ტუროპერატორი ქართველ კოლეგას შეხვდა. B2B ფორმატის შეხვედრაზე საქართველოში ფინეთიდან ტურების ორგანიზებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის საკითხები განიხილეს. ფინელი ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ გასტრონომიული და ღვინის ტურიზმით.

„შეხვედრა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ არის ორგანიზებული. ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი ტიპის შეხვედრები, რაც ძალიან კარგია ტურისტული კომპანიებისთვის. გაჩნდა ახალი შესაძლებლობები გავიდეთ ისეთ ბაზრებზე, რომელიც ნაკლებადაა ათვისებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენთან არიან ფინელი ტუროპერატორები. ეს ბაზარი ძალიან პერსპექტიულია და ძალიან ბევრ ტურისტს შემოიყვანს. ეს არის მაღალბიუჯეტური, მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზარი“, - განაცხადა კომპანია BB TRAVEL-ის დირექტორმა ალექსანდრე გიორგიძემ.

„ჩვენი მიზანია კარგად გავიცნოთ საქართველო, რომ სამომავლოდ დავგეგმოთ ტურები. ჩემი კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია ღვინის ტურიზმით. საქართველოს ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს, რაც ძალიან საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს. როგორც იცით, ბოლო წლებში პანდემიის გამო შეზღუდული იყო ტურიზმი მთელ მსოფლიოში, თუმცა უკვე დიდი იმედი გვაქვს, რომ დავიწყებთ ტურებს საქართველოში და ვითანამშრომლებთ კომპანიებთან“, - ამბობს ფინური კომპანია Traveller Oy-ის წარმომადგენელი ემილია მარინ ტულიაჰო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა