გიორგი რუხაძე - სააკაშვილის მდგომარეობა და ის, როგორ ექცევა სახელმწიფო მას, ანგრევს 12 პუნქტის საქმეს - რაც დრო გადის, უფრო მკაცრი ხდება რეზოლუცია და მცირდება ქვეყნის შანსი, წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა და ის თუ, როგორ ექცევა ქართული სახელმწიფო მას, მთლიანად ანგრევს 12 პუნქტის საქმეს - რაც დრო გადის, მით უფრო მკაცრი ხდება რეზოლუცია და მით უფრო მცირდება საქართველოს შანსები, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

მისი თქმით, რეზოლუციაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს შორის ტოლობის ნიშანი პირველად არის დასმული.

„ეს არის უმკაცრესი რეზოლუცია, რაც მე მახსოვს საქართველოსთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ეს არის იმის ადეკვატური, როგორც პასუხობდა მთელი თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსების ჯერ შემოთავაზებებს, შემდეგ მოწოდებებს და შემდეგ სერიოზულ კრიტიკას. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ევროპოლიტიკოსების და ევროპარლამენტის მიმართ განცხადებებში იყო უპატივცემულობა, რეზოლუციების დაკნინების მცდელობა და შესაბამისად, რაც დრო გადის მით უფრო მკაცრი ხდება რეზოლუცია და მით უფრო მცირდება საქართველოს შანსები, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ანდაზა, რომ არის „თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო“, ივანიშვილმა გამოთხარა კატა და შესაბამისად, არ ვიცი რამდენად სწრაფად გადაითარგმნება ეს მოწოდება ქმედებაში, მაგრამ ივანიშვილი, ფაქტობრივად, უკვე დასანქცირებულია, რადგან მასთან საქმეს უკვე აღარავინ დაიჭერს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანთან საქმის დაჭერა არის საფრთხის შემცველი.

განსხვავებით წინა ორი რეზოლუციისა, აქ უკვე პირდაპირ არის პარალელი გავლებული სააკაშვილის მდგომარეობასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს შორის. მანამდე არასდროს ყოფილა ლაპარაკი, რომ სააკაშვილის როგორც მოექცევით ციხეში ეს არის ლუსტრაცია იმისა, რა მდგომარეობაშია თქვენი ინსტიტუტები, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და როგორ იმართება სახელმწიფოო. აქამდე არ ყოფილა ეს ტოლობის ნიშანი და დღეს უკვე დაისვა ეს ტოლობის ნიშანი და არავის არ უნდა გაუკვირდეს. როდესაც ამბობენ, რომ „რა უსამართლობაა, მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს“ - ასეა უკვე, ოღონდ მიხეილ სააკაშვილზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა დღეშია დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა რუხაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა