სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ საკუთარი წინადადებების პროექტი გაუგზავნა

სომხეთმა დაასრულა მუშაობა და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა თავისი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინადადებები ასევე გადაეგზავნა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, აშშ-ს, საფრანგეთსა და რუსეთს.

„გუშინ სომხეთის რესპუბლიკამ დაასრულა მუშაობა აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარებისა შესახებ შეთანხმების მომდევნო ეტაპზე და ჩვენი წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადაეგზავნა. წინადადებებში ვგულისხმობთ დოკუმენტის სრულ პროექტს ჩვენი წინადადებებით. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ დოკუმენტი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტმა გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობა უნდა უზრუნველყოს.

„ჩვენი ხედვა ასეთია: დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, შემოწმებისა და დაბალანსების ისეთ მოქმედ სისტემას, რომელიც გამორიცხავს გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს. ამის აზრი ის არის, რომ დოკუმენტის ხელმოწერა არ უნდა გადაიზარდოს ომში უკვე სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე (აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ასეთი სცენარი შეიძლება მოხდეს), არამედ, პირიქით, ნამდვილად უნდა ნიშნავდეს გრძელვადიან მშვიდობას “, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება