ბექა ფერაძე - 2018 წელთან შედარებით, სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების რაოდენობა 41%-ით შემცირებულია

2018 წელთან შედარებით, სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების რაოდენობა 41%-ით შემცირებულია, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც მან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სამშენებლო სექტორი, შრომის უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სექტორია.

„შრომის ინსპექციის სამსახურს, როგორც საზედამხედველო უწყებას, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. დღეს, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით ის სიახლეები, რომლებიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და ის მოსალოდნელი ინსპექტირების პროცესი, რომელიც სამშენებლო სექტორში პერიოდულად განხორციელდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამშენებლო სექტორი, შრომის უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სექტორია. დაშავებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ სექტორში ფიქსირდება, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

ქვეყანაში ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს. ფატალური შემთხვევების რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდგომ, რაც საზედამხედველო სამსახური ამოქმედდა, 41%-ით შემცირებულია. ჩვენ კიდევ მეტის მოლოდინი გვაქვს. გვსურს, რომ სამშენებლო სექტორში შრომის კულტურა მთლიანად შევცვალოთ, ვიმსჯელოთ იმ პერსპექტივებზე, რომლებიც ამ სექტორში უნდა განხორციელდეს”, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო სფეროში დარღვევები საფრთხეების შეფასებას, ღიობებსა და ადამიანის სიმაღლიდან ვარდნას უკავშირდება. ასევე, როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, სწავლება-ინსტრუქტაჟი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„განვიხილეთ სიახლეები, რომლებიც სპეციფიკურ დარგებს ეხება. სამშენებლო სექტორში განსაზღვრული შრომის კვირა 48 საათს შეადგენდა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სამუშაო დრო 40 საათით განისაზღვრა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მომსახურებასა და შრომით ხელშეკრულებას შორის სხვაობას უკავშირდება. სამშენებლო სექტორში დარღვევები სტანდარტულია. ისინი საფრთხეების შეფასებას, ღიობებს, ადამიანების სიმაღლიდან ვარდნას უკავშირდება. ასევე, სწავლება-ინსტრუქტაჟი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ხშირად, ესა თუ ის აქტივობა სამშენებლო სექტორში მხოლოდ ფორმალურადაა. ჩვენ გვსურს, უფრო სიღრმისეული მიდგომები არსებობდეს, რათა საფრთხე მინიმუმამდე შემცირდეს.

მიუხედავად ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დედაქალაქის მასშტაბით და სხვა დიდ ქალაქებში შედეგი გვაქვს. მომავალში კიდევ უფრო მეტად ვაქცენტირდებით რეგიონებში და იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს მეტი შედეგი გვექნება”, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს