ბექა ფერაძე - ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება - თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება.

როგორც ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, თანამშრომლებს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, ზეგანაკვეთური ანაზღაურების განსაზღვრა ცალკეული ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

„ერთი მხრივ, დამსაქმებლის ინტერესი, შესაძლოა, მეტი სამუშაო საათი იყოს, მაგრამ დასაქმებულის ინტერესი ნორმირებული სამუშაო დროით სარგებლობაა. ასწლეულზე მეტია, რაც განვითარებული სამყარო ამაზე შეთანხმდა. ბიზნესთან ორი წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ნებისმიერ ბიზნესს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ 40- საათიანი სამუშაო დროის ნორმა დაწესდებოდა. რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. ჩვენ ბიზნესს ადაპტირების საშუალებას ვაძლევთ.

სპეციფიკური სამსახურებისთვის, ჩვენ არ ვკრძალავთ, რომ თანამშრომელმა 40 საათზე მეტხანს იმუშაოს. თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. დანარჩენი, კონკრეტული ორგანიზაციების გადასაწყვეტი საკადრო პოლიტიკაა, თუ რამდენად ჰყოფნის მას რესურსი. 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვესმის დასაქმებულთა ეკონომიკური ინტერესიც. მათ, შეიძლება, მეტი მუშაობით მეტის გამომუშავება სურდეთ. ჩვენ ამას ვეთანხმებით, თუმცა ეს მხარეთა შორის შეთანხმებით უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რისკებიდან გამომდინარე, ინსპექტირების პერიოდი და უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა განსხვავებული იქნება.

„სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საფრთხე განსხვავებულია. სამშენებლო სექტორში, შესაძლებელია, საფრთხე უფრო მაღალი იყოს, თუმცა მომსახურების სფეროში, შედარებით, ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია. სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რიცხობრივი რაოდენობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, შევთანხმდეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ობიექტების ინსპექტირება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში არანაკლებ ათი დღის განმავლობაში უნდა ფასდებოდეს რისკები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა განსაზღვრული. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა ამ მიმართულებით მეტი იქნება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა