გიორგი ვაშაძე -  ქართველები, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, ცოცხლები არიან და კვლავ ტყვეობაში რჩებიან  - ჩვენი მიზანია ქართველი ბიჭები  პრიორიტეტულ სიაში მოხვდნენ, რათა მათი ტყვეობა მალე დასრულდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ქართველები, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ, ცოცხლები არიან და კვლავ ტყვეობაში რჩებიან.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანია ქართველი ბიჭები მოხვდნენ პრიორიტეტულ სიაში და მალე დასრულდეს მათი ტყვეობა.

„2 ქართველია ტყვედ, რომელიც იბრძოდა მარიუპოლში და იმ დროიდან არის ტყვეობაში. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, თუმცა ვიცით, რომ არიან ცოცხლები. ჩემი კონტაქტებით, ვცდილობ ამ ადამიანების გამოხსნას, ოჯახებთან გვაქვს კონტაქტი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საელჩოსთან აქამდეც მქონდა კომუნიკაცია, დღეს კიდევ ერთხელ გავცვალეთ ინფორმაცია. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ პრიორიტეტულ გაცვლით სიაში მოხვდნენ ჩვენი ქართველი ბიჭები და რაც შეიძლება სწრაფად დავიხსნათ ტყვეობიდან. სამწუხაროდ, ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში