ბექა ფერაძე - გამოწვევები, რომლებიც სამედიცინო სფეროში დაფიქსირდა, მინიმალური ხელფასის დარღვევას და ხელშეკრულებაში პოზიციის ცვლილებას უკავშირდებოდა - ჩვენი ჩართულობით, ეს პრობლემები აღმოიფხვრა

გამოწვევები, რომლებიც სამედიცინო სფეროში დაფიქსირდა და საჩივრები, რომლებიც შრომის ინსპექციის სამსახურში შემოდიოდა, მინიმალური ხელფასის დარღვევას და ხელშეკრულებაში პოზიციის ცვლილებას უკავშირდებოდა, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ ექთნებისა და ექიმებისათვის მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბექა ფერაძემ დაინტერესებულ პირებს მოუწოდა, შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან შრომის ინსპექციის სამსახურს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდნენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო შრომითი მიმართულების სხვადასხვა რეფორმაზე აქტიურად მუშაობს. ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ტარიფები განისაზღვრა. ჩვენ, პირველ ეტაპზე, ასი სამედიცინო დაწესებულება შევამოწმეთ, თუმცა კიდევ რამდენიმე ასეული უნდა შევამოწმოთ. გამოწვევები, რომლებიც სამედიცინო სფეროში დაფიქსირდა და საჩივრები, რომლებიც შრომის ინსპექციის სამსახურში შემოდიოდა, მინიმალური ხელფასის დარღვევას და ხელშეკრულებაში პოზიციის ცვლილებას უკავშირდებოდა. ჩვენი ჩართულობით, ეს პრობლემები აღმოიფხვრა. მე მინდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოვუწოდო, რომ თუ მათი შრომითი უფლებები ირღვევა, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე - 15 75 და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ასევე, შეუძლიათ ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე მოგვწერონ”, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა