ირაკლი ბერაია - „თავდაცვის კოდექსის" მომზადება არის რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების საჭიროებებს უპასუხებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან „თავდაცვის კოდექსის" პროექტი განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დახურული ფორმატის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს კოდექსით შემოთავაზებული ცვლილებები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოდექსის მომზადების პროცესზე და ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს.

„თავდაცვის სფეროში ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების საჭიროებებს უპასუხებს. კოდექსით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შემოდის, როგორიც არის თავდაცვის ძალების მართვის დონეები, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ახლებური მიდგომები, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენი თავდაცვის საფუძვლების სამართლებრივ თავსებადობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისივე თმით, კოდექსის შემუშავება ინკლუზიურად წარიმართა, რომლის მომზადებაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიური მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ექსპერტებმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იურიდიულმა ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„სამუშაო შეხვედრის ფორმატში მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას გავეცანით. წარმოდგენილი დოკუმენტით საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო აქტების გაერთიანება ხდება ერთ კოდექსში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ბევრი მათი მოსაზრება და წინადადება გავიზიარეთ. უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი თავდაცვის კოდექსი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით ბევრ მიმართულებას დაარეგულირებს", - აღნიშნა მოწვეულმა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ.

არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის - „სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში" წარმომადგენლის, შორენა ლორთქიფანიძის შეფასებით, „თავდაცვის კოდექსის" მომზადება რამდენიმეწლიანი შრომის შედეგია.

„არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია და რაზეც მუშაობა უკვე საკომიტეტო განხილვების დროს გაგრძელდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი სიახლეა წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გავლის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო ხდება წვევამდელთა მიმღები უწყება, რაც თავდაცვის სისტემის გაუმჯობესების და რეფორმირების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. ცალკე უნდა აღინიშნოს კოდექსზე მუშაობის პროცესი, რომელიც ინკლუზიურად, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით წარიმართა", - განაცხადა შორენა ლორთქიფანიძემ.

„თავდაცვის კოდექსის" პროექტის საკომიტეტო განიხილები მომავალი კვირიდან დაიწყება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს