იაგო ხვიჩია - ველოდები, რომ  დაიწყება კამპანია: „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“ -  მოქალაქეებს უნდა ვაჩვენოთ, რომ  საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით შანსი იკარგება

ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება კამპანია, რომ „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“ - სწორი იქნება, ჩვენ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით შანსი იკარგება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" პარტნიორებთან დაკავშირებული განცხადებებით საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, რადგან ჰგონია, რომ შეუძლია მათ ყველაფერი დააჯეროს.

"ეს რეზოლუცია უნდა შესრულდეს ევროპელებთან ერთად და მის შესრულებასთან ერთად უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება იმის კამპანია, რომ „ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა“. სწორი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, რომ შანსი საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით და მათ მიერ არაფრის არაღიარების გამო იკარგება.

ფაქტობრივად, მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და ადრე თუ საუბრობდნენ, რომ „მარგინალური ჯგუფები“ მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ცხადად გვეუბნება ევროპარლამენტი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. მგონია, რომ ამას პირველ რიგში ქართველმა ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება და იფიქროს იმაზე, თუ რა მავნე შედეგები მოაქვს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას. „ქართული ოცნების“ რეაქცია ნიშნავს გაჯიუტებას და იმის არაღიარებას, რაც ხდება, მეგობრების გაღიზიანების სურვილს. როცა 577 კაცი გეუბნება, ასე მოიქეციო და შენ ახლოს არ ხარ საპასუხო არგუმენტაციით, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა. ამომრჩევლებს მიიჩნევენ ადამიანებად, რომლებსაც ყველაფერი შეიძლება დააჯერო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა