გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ფაქტია, რომ აფასებენ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში შეიტანა

ფაქტია, რომ აფასებენ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში შეიტანა, - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

მისი თქმით, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის მიღებაში. ძალიან კარგი ფაქტია. ფაქტია, რომ აფასებენ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში შეიტანა.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. უკრაინა გაიმარჯვებს, იმედია, შეიქნება სრულიად ახალი წესრიგი მსოფლიოში. ერთადერთი ის არის, რამდენად მოესწრება ჩემი შვილი ამას იმდენად სუსტად არის, იმდენად სუსტია მისი ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს