თაზო დათუნაშვილი - იანვრის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობამ 268 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, 1100%-იანი ზრდაა - ეს რიცხვი საგანგაშოა

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობამ 268 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, 1100%-იან ზრდას ნიშნავს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზს რუსული გზავნილების დროებით ნაკადზე ამყარებს და ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა ასეთ „ქარის წისქვილზეა“ დაფუძნებული.

„2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობამ 268 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, 1100%-იან ზრდას ნიშნავს.

ეს რიცხვი საგანგაშოა. ის ზოგადი საგანგაშო ტენდენციის ნაწილია - საქართველოს ეკონომიკა ყოველდღიურად უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ეს ტრენდი 2012 წლიდან შეიმჩნევა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამ ტემპები ერთი ასად ააჩქარა. ამ საგანგაშო სტატისტიკაში ორ მთავარ პრობლემას გამოვყოფდი:

პირდაპირი გზავნილის შემთხვევაში ყველაზე რთულია ფულის ზუსტი წარმომავლობის და მისი საბოლოო მიზნობრიობის დადგენა. ანუ, იმ ქვეყნიდან შემოდის ეს ფული, რომელიც შენთან საომარ მდგომარეობაშია და აგერ უკვე ერთი წელია შენს მოძმე ქვეყანასთან და მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტი აქვს. ასეთ დროს რისკები, რომ ეს ფული, არაპირდაპირი გზებით ომს მოხმარდება რუსეთის სასარგებლოდ, ძალიან იზრდება. რუსეთი არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქცევაში და ბოლო თვეებში ბევრი ასეთი "სქემა" გამოვლინდა.

ჩვენი მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის პროგნოზებს სწორედ ამ დროებით გაზრდილ ნაკადებზე აშენებს. ასეთი დროებითი ეფექტის მქონე მოვლენებზე აფუძნებს გრძელვადიან პროგნოზებს და ზრდის ხელფასებს საჯარო სექტორში, ზრდის სახელმწიფოს სოციალურ ტვირთს და ბიუროკრატიულ ხარჯებს. ასეთ ქარის წისქვილებზეა დაფუძნებული ღარიბაშვილის "ეკონომიკური პოლიტიკა”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა, რომლის კომენტარს პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა