ბექა ლილუაშვილი - „გავლენის აგენტებზე“ პროექტი არის თავისუფალ სიტყვაზე შეტევა, ასევე, შეტევა ქვეყნის ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებზე

„გავლენის აგენტებზე“ პროექტი არის თავისუფალ სიტყვაზე შეტევა, ასევე, შეტევა ქვეყნის ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებზე, რადგან ჩვენი პარტნიორების დახმარებით კეთდება ამ ქვეყანაში ეკონომიკური პროექტებიც, მედია პროდუქტებიც, კულტურული, სახელოვნებო პროდუქტები და კიდევ ძალიან ბევრი რამ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნედ პრაისის განცხადება არის ბუნებრივი რეაქცია აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

„ვერ მოახერხებ ამ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ ეს პროექტი ამერიკულ პრაქტიკას ეფუძნება და ეს ასე არ არის. პირველ რიგში, ამაზე იყო მწვავე რეაქცია. ბუნებრივია, მსგავსი პროექტის საჭიროება საერთოდ არ არსებობს, აბსურდია, რომ რაიმე გამჭვირვალედ ხდება და პარტნიორი ორგანიზაციები აქ რაღაც პროექტებს აკეთებენ, რომლის ფინანსური მხარე ან კონტაქტორი არ არის გამჭვირვალე ეს არის აბსურდი, რადგან ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო ტენდერებით, შესყიდვის ხელშეკრულებებით და ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. იმ პირობებში, როცა სერიოზული ჰიბრიდული ომის პირდაპირი მხარე არის რუსეთის პროპაგანდა საქართველოში, ეს კანონპროექტი არის თავისუფალ სიტყვაზე შეტევა და არა მხოლოდ, ის არის შეტევა ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებზე, რადგან ჩვენი პარტნიორების დახმარებით კეთდება ამ ქვეყანაში ეკონომიკური პროექტებიც, მედია პროდუქტებიც, კულტურული, სახელოვნებო პროდუქტები და კიდევ ძალიან ბევრი რამ. ამიტომ ეს არის იარლიყის მიწებება ადამიანებზე და ის პირდაპირ ემსახურება ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებას”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, მათთვის ცნობილია პარლამენტში არსებულ პროექტის თაობაზე და ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის განცხადებით, კანონპროექტი ეფუძნება არა ამერიკულ, არამედ, რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა