ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ ინიციატივა რუსული კანონპროექტიდან არის დაკოპირებული, რომელსაც ისე ფუთავენ, თითქოს ამერიკული მიდგომაა

პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ რუსული კანონპროექტიდან არის დაკოპირებული, რომელსაც ისე ფუთავენ თითქოს ამერიკული მიდგომაა.

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი გავა და დამტკიცდება, ის გამოყენებული იქნება გარკვეული ხმების ჩასახშობად, "როგორც ამას აკეთებს პუტინი უკვე წლებია".

"ეს თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმაც ნედ პრაისის პირით, ისინიც ამას ხედავენ, რასაც ვხედავთ ჩვენ, არაფერი ამაში ახალი და განსაკუთრებული არ არის. არ ვიცი ამ ყველაფერს გაიტანენ, თუ ყურადღების გადასატანად უნდათ. არ გამიკვირდება, რომ მართლა გაიტანონ და მართლა ჩახშობა დაიწყონ, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ და ის ღრმად შეშფოთებულია მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.

მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე