ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს - დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს და ეს თუ მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, საპატიმრო დაწესებულებები ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ

ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს - დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს და ეს თუ მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

კობახიძის თქმით, „სტრასბურგმა რომ ასეთი სარჩელი დააკმაყოფილოს, გამოდის, რომ მთელი ევროპის მასშტაბით სასჯელაღსრულების სისტემები ბოლომდე უნდა ჩამოშალოს“.

„ერთხელ მაინც თუ დაუშვებს სასამართლო პრეცედენტს, რომ ადამიანი ხელოვნურად იკლებს წონაში და ეს მისი გათავისუფლების საფუძველი ხდება, ვერცერთი ციხე ვეღარ იმუშავებს. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იგივე გაიმეოროს - დაიკლოს წონაში ხელოვნურად, რასაც სააკაშვილი აკეთებს და ეს თუ მისი გათავისუფლების გარანტია იქნება, ვერცერთი საპატიმრო დაწესებულება ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. ვერ ვხედავ ამ საქმის მათთვის სასიკეთოდ დასრულების პერსპექტივას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა