ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია - რეალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი არ არის, როგორადაც წარმოაჩენენ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე საუბრისას აღნიშნა რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნას ასახავს.

მისივე თქმით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე არ არის, როგორსაც მისი ოჯახის წევრები წარმოაჩენენ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიმულანტია. პირდაპირ ჩანს სიმულაცია, პირდაპირ ჩანს, რომ რეალურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი როგორადაც ისინი წარმოაჩენენ, არამედ განსხვავებულია. სიმულაცია პირდაპირ ჩანს, კუთხის და წყლის დალევის ეპიზოდში. უბრალოდ სამარცხვინოა ის სიმულაცია, რომელიც ამ კაცის მხრიდან წარმოებს, საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს აკეთებს“, -აღნიშნა კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩატარებულ აქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მათი დაანონსებული აქციები თავიდან ბოლომდე ჩავარდა.”

„ხედავთ, რომ აქციები თავიდან ბოლომდე ჩავარდა, 20-25 კაცი მაქსიმუმი იყო, ზოგან 10 კაცი ჰყავდათ და ზოგ ადგილას 2 კაცი მივიდა, აქცია ვერ ჩაატარეს. ასე მოხდა მაგალითად ადიგენში, მარნეულში და სხვა მუნიციპალიტეტებში. რეალურად პირდაპირ გამოჩნდა, რომ დღეს არავითარი რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიოს. რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. აბა, ხაბეიშვილს რა რესურსი აქვს?!“ - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის