ირაკლი კობახიძე - არის პოლიტიკური ინტერესი, საქართველო გახვეული იყოს შარში - ამ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც

არის პოლიტიკური ინტერესი, საქართველო გახვეული იყოს შარში - ამ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ სინამდვილეში ევროპარლამენტში ყველაფერი კარგად იციან და ვინმეს დარწმუნება-არდარწმუნება არაფერ შუაშია.

კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია "თავისი აბსურდულობით" საბჭოთა კავშირს რამდენჯერმე შეადარა.

„მახსოვს, 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში როგორი აბსურდული განხილვები იყო, რა სახის დოკუმენტებს იღებდნენ. ეს იყო აბსურდული დოკუმენტები და კანონები. ზუსტად ანალოგიური ხარისხის აბსურდულობით გამოირჩევა ევროპარლამენტის ეს რეზოლუციაც ისევე, როგორც წინა ორი", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა