აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მმართველები, ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ”IMTM 2023” ფარგლებში, მსხვილი მედიაპლატფორმების, ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ისრაელში ბათუმის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და ბლოგების გამოქვეყნების მიზნით, ბათუმში მსხვილი მედია-ტურების ორგანიზება და მოგზაურობის მასტიმულირებელი ღონისძიებები იგეგმება.
“გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთადაა წარმოდგენილი. შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ისრაელში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"