ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილზე - სირცხვილია, რომ ამ კაცს სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტი ერქვა - ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია!

სირცხვილია, რომ ამ კაცს სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტი ერქვა - ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია! - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რეალური ჰგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით რუსეთს დაეხმაროს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და უკრაინაში იომონ.

კობახიძის თქმით, მარგველაშვილისგან ასეთი განცხადება გასაკვირი არ არის.

„არ მიკვირს არც ჯარის და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია - პირველ რიგში, ჯარისთვის.

აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ მიკვირს. უბრალოდ, მარგველაშვილისგან საერთოდ არაფერია გასაკვირი - პრეზიდენტის პოსტზე ის იყო სამარცხვინო და დღესაც აგრძელებს სამარცხვინო საქმიანობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა