მევლუთ ჩავუშოღლუ - ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები შესაძლოა, ცალ-ცალკე შეფასდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები შეიძლება ცალ-ცალკე შეფასდეს.

„შესაძლებელია, ფინეთის კანდიდატურა ცალკე შევაფასოთ და ეს უდავოდ იქნება ის თემა, რომელიც განიხილება დღევანდელ შეხვედრებზე.

მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ ფინეთთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, ჩვენ ეს საკითხი ჩართულ ქვეყნებთან და ნატო-სთან განვიხილეთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათი გაწევრიანებისთვის ნატო-ს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჩავუშოღლუმ შვედეთის მთავრობა იანვარში სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ