ირაკლი კობახიძე „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაზე“ - ეს კამპანია მალე ესებუამდეც მივა

ეს კამპანია მალე ესებუამდეც მივა - კრიმინალების დაცვის მიმართულებით ისეთი სწრაფი ტემპებით მიდიან, ბოლოს პოლიტიკურ კამპანიას ბადრი ესებუას გასათავისუფლებად წარმოიწყებენ, - ასეთია უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის პოზიცია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაფუძნებულ მოძრაობაზე.

კობახიძის შეფასებით, „ეს ყველაფერი სირცხვილია".

„საქართველოში კანონი უნდა აღსრულდეს, სასჯელი უნდა აღსრულდეს. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა. განცხადებები მოძრაობის წევრებმა რუსთავის ციხესთან გააკეთეს.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა