აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერები უკრაინის მიმართ მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ.
კამალა ჰარისი ასევე შეხვდება ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებს, სანა მარინს და ულფ კრისტერსონს, რათა მათი ნატო-ი გაწევრიანების განცხადებები განიხილონ.
შეგახსენებთ, გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია ხვალ გაიმართება.