წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური” პრეზენტაცია გაიმართა

წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური” პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაშრომის ავტორია ხელოვნეთმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე. წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. წიგნი „საზოგადოება ივერიისა“-ს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ამასთან, „საზოგადოება ივერიისა“-ს განმარტებით, მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო საქმიანობაა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სამეცნიერო -კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას.

„ჩვენი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მისი გააზრების მნიშვნელობა „საზოგადოება ივერიისა“-ს ახალი საზოგადოებრივი კამპანიაა.

მეორე ეტაპი გახლავთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, მისი კვლევის, გაცნობიერების და საზოგადოებისთვის მიწოდება-კომუნიკაცია. სწორედ ამ ეგიდით მოხდა ამ მნიშვნელოვანი ნაშრობის მხარდაჭერა“, - აღნიშნა „საზოგადოება ივერიისა“-ს თავმჯდომარე გიორგი თავაძემ.

წიგნი ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისი მობილური და ვებ- ვერსიები შეგიძლიათ ნახოთ. „საზოგადოება ივერიისა“-ს ვებ გვერდზე www.iveriisa.ge

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე