ევროპარლამენტი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტი უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მტკიცედ გმობს მოსკოვის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხალხისა და ხელმძღვანელობის მიმართ ურყევ სოლიდარობას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გადაცემის განხილვისკენ მოუწოდებს.

“ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რამდენი ხნითაც იქნება აუცილებელი. მოუწოდებენ სერიოზულად იქნას განხილული დასავლური გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების, შესაბამისი სარაკეტო სისტემების მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კიევისადმი საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვა, არამედ მთელ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა უნდა შეეძლოს”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.

აღნიშნულ რეზოლუციას 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 25 წავიდა, ხოლო 37-მა თავი შეიკავა.

გარდა ამისა, რეზოლუცია რუსეთისადმი სასანქციო წნეხის გაზრდისკენ და უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტის მოსაზრებით, უკრაინის ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამისი სამუშაოც უნდა დაიწყოს.

“ამ კონტექსტში, ევროპარლამენტარები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისადმი გასულ ზაფხულს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა. ისინი ასევე მოუწოდებენ უკრაინას, კომისიას და საბჭოს, იმუშაონ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მიმდინარე წელს, ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ასევე რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, შესაბამისი პროცედურებისა და პირობითი კრიტერიუმების გათვალისწინებით”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება