საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ ახლად შეტანილი ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების გადავადებასთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, დამტკიცებული ცვლილებები მოიცავდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის პერიმეტრის განსაზღვრას, აგრეთვე, მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობის სტანდარტის დადგენას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებასთან დაკავშირებით.

„ვინაიდან ბიზნეს სექტორის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება მეტ ეკონომიკურ სარგებელს და სიკეთეს მოუტანს როგორც ბიზნესს ასევე ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ, ისეთი სტანდარტის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. ამასთან, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა/შეფასების პროცედურები," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მომხდარიყო სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან მიღებული ცვლილებები და ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს.

საგულისხმოა, რომ შეცვლილი გარემოებები ქმნიდა სამართლებრივ პრობლემებსაც, როგორც დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე საინვესტიციო პირობებით შეძენილი მიწის ნაკვეთების განვითარების მიმართულებით.

შედეგად, ახალი რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადავადდა. ამ პერიოდში კი საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეარჩევს მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ზემოხსენებული სტანდარტი თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა