ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო, საბანკო და საბიუჯეტო საკითხებში. ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო. ითქვა, რომ მიმდინარე წელი საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იქნება.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა