მარნეულში, რეაბილიტირებულ N1 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულის რეაბილიტირებულ N1 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

“აღსანიშნავია, რომ ბაღის ძველი შენობა იყო მცირე ზომის და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და გაფართოება, ახალი შენობა-ნაგებობების ხარჯზე; მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, გასართობი სივრცეები, დარბაზი, სამზარეულო, საპირფარეშოები, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა, კეთილმოწყობილ ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. ბაღი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშვო ბაღი გათვლილია 180 აღსაზრდელზე.

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1 188 577 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა