მოლდოვაში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

მოლდოვამ დორინ რეჩანის მეთაურობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდავური გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.

რეჩანის კაბინეტის დამტკიცებას “მოქმედება და სოლიდარობა” მმართველი პარტიის 62-მა დეპუტატმა მისცა ხმა. საპარლამანეტო ოპოზიციამ ახალი მთავრობას მხარი არ დაუჭირა.

წინა მთავრობისგან განსხვავებით, რეჩანის 17-კაციან კაბინეტში მხოლოდ 4 ახალი მინისტრი იქნება. ნიკუ პოპესკუმ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა და ერთ-ერთი ვიცე-პრემიერიც იქნება. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანატოლი ნოსატი დარჩა.

პარლამენტში თავისი კაბინეტის წარდგენისას რეჩანმა მთავრობის სამი პრიორიტეტი დაასახელა: დისციპლინა და წესრიგი სახელმწიფო დაწესებულებებში, ეკონომიკური განვითარება, და მშვიდობა და სტაბილურობა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მთავრობის წინაშე მკაფიო მიზანი დგას - ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და დააჩქაროს ცვლილებები, რომლებიც სა

ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, მოლდოვა ჯერ კიდევ რჩება ჰიბრიდული თავდასხმების ობიექტად.

“ველით, რომ უახლოეს პერიოდში ინტენსიურობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც მზად არიან ამას გაუმკლავდნენ”, - თქვა რეჩანმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ მოლდოვა დსთ-ის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დენონსაციას მოახდენს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება