ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს.

„მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პოლიციის ატაშეების როლი სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში და ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები დადებითად შეფასდა.

ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით გადაწყდება მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს - „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ მხარესთან ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტულ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა