ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანია WizzAir-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.
„შეხვედრაზე ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებსა და WizzAir-ის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე გამახვილდა. დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის მიერ 1-ლი ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დაბრუნება და რეგულარული რეისების შესრულების დაწყება მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
ამჟამად ავიაკომპანიას უკვე აქვს ორი ბაზირებული ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ფრენებს 22 მიმართულებით ახორციელებს.
შეხვედრაზე საუბარი ავიაკომპანიის მიერ ახალი ევროპული მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე წარიმართა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.