ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი თეთრ სახლში 3 მარტს შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში 3 მარტს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა გაავრცელა.

2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ეს შოლცის პირველი ვიზიტი იქნება თეთრ სახლში.

“კანცლერის ვიზიტი - ეს შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები”, - თქვა ჟან-პიერმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენი და შოლცი უკრაინის მხარდაჭერისთვის მიმართულ ძალისხმევებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საექსპორტო კონტროლს და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ.

“ისინი ასევე განიხილავენ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას რიგ საკითხებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე, მათ შორის ერთობლივ მუშაობას ჩინეთის მხრიდან საერთო გამოწვევებზე და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, ამ კვირაში მოინხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შოლცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შეხვდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა