ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო, მათ შორის 94 მარიუპოლის დამცველი დაიბრუნა

ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 მებრძოლი “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. ახლობლები მათ ასე დიდ ხანს ელოდებოდნენ.

გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, - წერს ერმაკი.

ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. მათი თქმით, რუსეთმა 101 სახმედრო დაიბრუნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა