ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური - ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ჰუმანიტარულ კავშირებზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ჰუმანიტარულ კავშირებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“უკრაინული მხარის ინიციატივით ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფოების მეთაურებმა ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული კავშირების საკითხები განიხილეს.

ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით, დიპლომატიურ მოგვარებასთან დაკავშირებით”, - წერია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს