ჯო ბაიდენი -  აშშ-ის მიერ ჩამოგდებული მფრინავი ობიექტები, როგორც ჩანს, ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან დაკავშირებული არ არიან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე მინიშნება იმისა, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული სამი ობიექტი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან.

”ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა იყო ეს სამი ობიექტი, მაგრამ ახლა არაფერი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან ან რომ ისინი იყვნენ სათვალთვალო მანქანები სხვა ქვეყნებიდან”, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სამი მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებს ეკუთვნის.

„დაზვერვის სამსაზურის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ეს სამი ობიექტი, სავარაუდოდ კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან დაკავშირებული საჰაერო ბუშტია, რომლებიც სწავლობენ ამინდს ან ატარებენ სხვა სამეცნიერო კვლევებს”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩამოგდებული სამი მფრინავი ობიექტი, როგორც ჩანს, არასაზიანო იყო, „თუ რომელიმე ობიექტი საფრთხეს შეუქმნის ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას და დაცულობას, მე მას ჩამოვაგდებ“.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა