გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება- საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური დიალოგის საფუძველზე.

„პროგრამა დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევრომდეა.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ინფორმაცია მოისმინა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყეების აღდგენის გეგმის, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული საკითხების, ასევე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა