ბებია, რომლის განზრახ მკვლელობის მომზადებასაც შვილიშვილს ედავებიან, მასთან დაპირისპირების მიზეზებს ჰყვება

ქალი, რომლის შვილიშვილსაც მისი ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილიშვილზე სესხის გამო განაწყენებული იყო.

როგორც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ბებიამ ალექსანდრე საყვარელიძეს 10 000 აშშ დოლარი ასესხა, რაც მას არ დაუბრუნებია.

"მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა. აღნიშნულზე ალექსანდრეს ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა. მე იმდენად გავბრაზდი ალექსანდრეს საქციელზე, მითუმეტეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ ჩემს შვილს, ილონას ვუთხარი, როცა გარდავიცვლებოდი, ჩემს ქონებას ანდერძით დავუტოვებდი ვალერიან ჯიქიას და არა ალექსანდრე საყვარელიძეს.

2022 წლის მარტის თვის შემდეგ ალექსანდრეს და მე არანაირი არც პირადი და არც მიმოწერით კონტაქტი არ გვქონია. ჩემი აზრით, ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომელიც მე მაქვს დაგროვილი და რომლის დატოვებასაც მისი ნახევარ ძმისთვის ვაპირებდი. ასევე მას ჰქონდა მატერიალური პრობლემები და ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ რაიმე ფინანსურ სარგებელს მიიღებდა. მე და ალექსანდრეს გვქონია გარკვეული კონფლიქტები ყოფით ნიადაგზე, თუმცა არა ისეთი, რომ ალექსანდრე ან დამმუქრებოდა ან ეთქვა რაიმე ისეთი, რაც მისამართით შიშს გამიჩენდა და დისტანციის დაცვას მაფიქრებინებდა”, - აცხადებს ქალი, რომლის ჩვენებასაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე საყვარელიძემ ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც, მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა.

საყვარელიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო